20 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
ციხისძირში უნიკალური ხეების გადარგვის პროცესი გრძელდება

პროტესტის მიუხედავად ციხისძირში უნიკალური ხეების გადარგვის პროცესი გრძელდება. კომპანია ზიმო სამუშაოების შეჩერებას, საპროტესტო აქციის მონაწილეები კი კარვის დაშლას არ აპირებენ.

კომპანია ზიმოს იურისტს ახსნა-განმარტება იმ დოკუმეტაციის გამო მოუწია, რომელიც 12 თებერვალსაა გაცემული. კომპანიამ მიწის ნაკვეთზე სამუშაოები 10 თებერვალს დაიწყო, თუმცა იურისტი ირწმუნება, რომ ოფიციალური ნებართვის აღებამდე, კომპანიას საქართველოს რკინიგზიდან ზეპირი ნებართვა ჰქონდა.

დოკუმენტაცია ზიმოს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებთან მას შემდეგ მიიტანეს, რაც ციხისძირში რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა და სრული საბუთების წარდგენამდე სამუშაოები შეაჩერა. არც მაშინ და არც დღეს კომპანიას ციხისძირში შეკრებელებისთვის იმ ნაკვეთის მეპატრონის ნებართვა არ წარუდგენია, რომელზეც სამუშაოების ნაიწლი მიმდინარეობს.

კომპანია ზიმო ციხისძირში სამუშაობის შეჩერებას არ აპირებს და უახლოეს დღეებში ყოფილი პრემიერის რჩეულ ხეებს ციხიძირიდან ურეკში, ივანიშვილის ეზოში გადატანას გეგმავს.

ყოფილი პრემიერმინისტრის რჩეული ხეები და სადავო საკითხები დღეს პირველად პარლამენტში ხმაურიანი განხილვის თემა გახდა.

ვტორი: თეა ვაშალომიძე

დღის ამბები