თურქეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების დროს საქართველოს მოქალაქეები არც დაშავებულან და არც დაღუპულან. ინფორმაცია კურიერს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს.
სამინისტროს ინფორმაციით ანკარაში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრნენ და მიიღეს ინფორმაცია რომ ტერაქტის დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
შეგახსენებთ, რომ ტერორისტულ აქტს ანკარაში ამ დროის მონაცემებით 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 100-მდე ადამიანი კი დაშავებულია.