20 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
სარეკრეაციო ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების უნებართვოდ მოჭრა შესაძლოა, დასჯადი გახდეს

იურიდიულ კომიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. კანონპროექტი სარეკრეაციო ტერიტორიებზე, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დაცულ ტერიტორიებზე, მწვანე ნარგავების თვითნებურად ჭრას დაარეგულირებს.

ინიციატივის მიხედვით, მწვანე ნარგავების თვითნებურად მოჭრის შემთხვევაში, სანქციები ამოქმედდება.

„რეკრეაციული ზონები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება. მწვანე ნარგავების უნებართვოდ მოჭრა აკრძალული და დასჯადი ქმედება გახდება,“- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ.

კომიტეტზე ასევე საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება. კანონპროექტის თანახმად, სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში სრიალი იკრძალება. თოვლმავალის მართვის უფლების მქონე პირის ასაკი განისაზღვრება 16 წლით. 

 

დღის ამბები