საზოგადო მოღვაწეს, ბაჩანა ბრეგვაძეს დღეს მთაწმინდაზე დაკრძალავენ.
მანამდე კი 10:30 საათზე ცხედარს სახლიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. ამიტომ, აბაშიძის ქუჩასა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
ტაძრიდან გამოსვენების ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთაწმინდის პანთეონის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გარკვეული დროის განმავლობაში აქაც შეიზღუდება.