სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კეთილსინდისიერ მომწოდებელთა რეესტრის წარმოების წესი იცვლება. პირველი მარტიდან, ე.წ. თეთრ სიაში მოხვედრის შესაძლებლობა ექნებათ იმ მეწარმეებსაც, რომელთაც საერთო ბრუნვა 3 წლის განმავლობაში მილიონ ლარზე ნაკლები აქვთ.
ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, მცირე და საშუალო მეწარმეებს ბიზნეს საქმიანობისთვის დოკუმენტების წარმოების პროცედურები გაუმარტივდებათ.
ამ დროისთვის ე.წ. თეთრ სიაში 150-მდე კომპანიაა რეგირტირებული.