მედიათეკების გაერთიანების ხელმძღვანელის მაკო ჭოღოშვილის თანამდებობიდან გათავისფლებასთან დაკავშიოერბით, შენობაში შეკრებლები არიან მედიათეკის თანამშრომელბი და შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყების წინ, მედიათეკების გაერთიანების გათავისუფლებულმა დორექტორმა მაკო ჭოღოშვილმა განაცხადა, რომ მკითხველები და თანამშრომლები დაინტერესებული არიან გაიგონ, რეალურად რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი, რადგან, მისივე თქმით, ოფიციალურ დოკუმენტში არანაირი მიზეზი არ არის განმარტებული.
„ამ დოკუმენტში მიზეზი არ წერია ჩემი გათავისუფლების, ხოლო საფუძველი წერია გურამ ნიკოლაშვილის პირადი განცხადება. აქ მუშაობს ჩემს მოადგილედ ჩემი კლასელი, მაგრამ ქვეყანაში, სადაც ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის და დედა ოჯახის წევრი არ არის, ჩემი კლასელი რადგანაც მუშაობს არასახელმწიოფო სტრუქტურაში, ეს გახდა ჩემი გათავისუფლების მიზეზი?“ - განაცხადა მედიათეკების გაერთიანების ყოფილმა დირექტორმა მაკო ჭოღოშვილმა.
ადამიანები კი, რომლებიც რამდენიმე წელია დადიან მედიათეკაში, აცხადებენ, რომ იქ ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება, ასევე განვითარების კუთხითაც ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება და მკითხველებს აინტერესებთ, რა გახადა მაკო ჭოღოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი.