20 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის მეორე ეტაპი დაიყწო. პაციენტის შერჩევის კრიტერიუმებში ცვილებები არ შედის - სიახლე ახალი თაობის პრეპარატი ჰარვონი და მოძრავი ამბულატორიაა. პროექტის დეტალები ჯანდაცვის მინისტრმა დღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს გააცნო.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით მკურნალობა ამ ეტაპზე 3000-ზე მეტმა პაციენტმა დაასრულა. ბენეფიციარების 90 პროცენტმა კი დაავადება სრულიად დაამარცხა.

უფასო პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობაში 7000-მდე პაციენტი ჩაერთო.

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგს საქართველოს ტურისტულ ზონებსა და მაღალმთიან რეგიონებში დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს მოძრავი ამბულატორია ჩაატარებს. 

ავტორები: თამთა დოლენჯაშვილი. 

 

 

დღის ამბები