მედიათეკების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი საკუთარ გათავისუფლებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირებს.
ჭოღოშვილი ხელისუფლების ცვლილებამდე კულტურის მინისტრის მოადგილე იყო. მერიის განცხადებით, მაკო ჭოღოშვილი, სათანადოდ ვერ მართავდა მის დაქვემდებარებულ უწყებას.
დოკუმენტში, რომელიც მედიათეკების გაერთიანების ხელმძღვანელმა მიიღო არ წერია, დირექტორის პოსტიდან გათავისუფლების მიზეზი. მერიის მოადგილის ნინა ხატისკაცის გადაწყვეტილებით, მაკო ჭოღოშვილი, თანამდებობიდან ახსნა განმარტების გარეშე მოხსნეს. მის ადგილზე კი გურამ ნიკოლაშვილი დანიშნეს.
ვიცემერის განცხადებით ცუდი მენეჯმენტის გარდა ჭოღოშვილს, მედიათეკაში საკუთარი ნათესავები ჰყავს დასაქმებული.
უკვე ყოფილი დირექტორი კი ვიცემერის გადწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.