ის, რაც ომს გადაურჩა, დღეს საოკუპაციო რეჟიმის რესტავრატორები ანადგურებენ. ასე აფასებენ სპეციალისტები 2 ათას 500 წლის დიოსკურიის ციხე-სიმაგრეზე მიმდინარე სამუშაოებს.
როგორც აფხაზური ტელევიზიის რეპორტაჟიდან გაირკვა, საუკუნეების წინ ბერძნების მიერ ნაშენები კედლების მცენარეებისგან ამ გზით გაწმენდა მხოლოდ დასაწყისია. მოსკოვის ნებართვით უძველეს ციხე-სიმაგრეში თვის ბოლომდე მძიმე ტექნიკაც გამოჩნდება, რომელიც აფხაზი სპეციალისტების თქმით, არქეოლოგებს, ისტორიული შენობის გაწმენდაში დაეხმარება.
კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში 2 ათას 500 წლის ციხე-სიმასგრის თვითნებური აღდგენის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა ვიდეომტკიცებულება პირველად ნახეს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა გადარჩენის კონკრეტული გეგმა არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობაში კი აცხადებენ, რომ ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნებიდან უნდა ისაუბროს.
ავტორი: დავით კაკულია.