20 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
"რეიდები ფოთში" - ნიღბიანები სამართალდამცავებთან ერთად მოქალაქეებს ამოწმებენ

ფოთის ქუჩებში საპოლიციო შემოწმება, ე.წ. რეიდი მიმდინარეობს.

საპატრულო და კრიმინლაური პოლიციის თანამშრომლები, ასევე ნიღბიანი სამართალდამცველები, ავტომობილებს აჩერებენ, ამოწმებენ მანქანების საბარგულებს და მძღოლების საბუთებს. ასევე აჩერებენ ფეხით მოსიარულეებს და ამოწმებენ მათ საბუთებს.

ეს ფოთში წელს პირველი საპოლიციო შემოწმებაა, თუმცა ე.წ. რეიდი ქალაქში რამდენიმე თვის წინაც ჩატარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს რიგითი საპოლიციო შემოწმებაა, რომელიც მინისტრის ბრძანებით ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 

 

 

დღის ამბები