შს მინისტრის ბრძანებით ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. რეიდები ხორციელდება. ინფორმაცია კურიერს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.
"შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რიგითი საპოლიციო შემოწმება მიმდინარეობს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა,"- განაცხადეს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა კურიერთან საუბრის დროს.
დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.