ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და ნავიგაციის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა ავიაკომპანია RYANAIR-ის კომერციულმა დირექტორმა და ავიაკომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა.
მათ ასევე შეაფასეს ტექნიკური აღჭურვილობა და მიწისზედა მომსახურებისთვის აუცილებელი სპეციალური ტექნიკა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან ერთად ავიაკომპანია RYANAIR- ის კომერციულმა დირექტორმა აეროპორტის ოპერირების პროცესებიც განიხილა.