მაესტროს კრედიტორთა საბჭოს სხდომაზე დასწრებას გია გაჩეჩილაძესთან ერთად, ლევან გაჩეჩილაძეც გეგმავს.
როგორც ადვოკატი ირაკლი კორძახია განმარტავს, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ დაესწრება შეხვედრას კრედიტორებთან, ლევან გაჩეჩილაძე თუ ბაია გადაბაძე.
კორძახიას მიაჩნია, რომ სტუდია მაესტროს მოქმედი გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძეა და ბაია გადაბაძე მხოლოდ კოტე გოგელიას ინტერესებს იცავს.
უცვლელი რჩება გაჩეჩილაძეების მოთხოვნა კრედიტორთა საბჭოს გადადებასთან დაკავშირებითაც.