20 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ქალაქ რუსთავში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რის შედეგადაც დაზიანდა იქვე მდგარი ავტომობილი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის, სამაშველო სამსახურის და მერიის წარმომადგენლები.

დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები და მწყობრიდან გამოვიდა წყალმომარაგების სისტემა. თუმცა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ რუსთაველებისთვის წყლის მიწოდება დილიდანვე მოხდება. 

რუსთავის მერის განცხადებით, უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის. 

 

დღის ამბები