20 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხს საგარეო უწყება გადაწყვეტს

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხს საგარეო უწყება, მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე გადაწყვეტს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, გადმოსვენების ხარჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიღებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გადმოსვენების ხარჯებთან დაკავშირებით გამარტივებული წესი უნდა მოქმედებდეს.

აავტორი: ნინო სამყურაშვილი. 

დღის ამბები