20 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
მაესტროს კრედიტორთა საბჭოს სხდომა დაიწყო

ტელეკომპანია მაესტროს კრედიტორთა საბჭოს სხდომა იწყება ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ შეკრებაზე ტელეკომპანიის მომავალი და მაუწყებლობის ფორმა გაირკვევა. ყველაფერი მევალეების პოზიციაზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ ძმები გაჩეჩილაძეები კრების გადადებას მოითხოვენ, რასაც არ ეთანხმება დირექტორი ბაია გადაბაძე და მაკა ასათიანის მხარე. მათი თქმით, კრების გადადების შემთხვევაში ტელეკომპანია იძულებული იქნება შეწყვიტოს მაუწყებლობა.

“ალბათ შეეცდება ჩვენი მოწინააღგმდეგე მხარე ბატონი გაჩეჩილაძე, რომ მოითხოვოს გადადება იმ მოტივით, რომ დაელოდოს სასამართლო მის დირექტორად დანიშვნას. თუმცა აქ ვსვავ კითვას იქნებ დირექტორად დანიშვნას ძალიან ბევრი დრო დასჭირდეს და კრედიტორები რატო უნდა ელდოებოდნენ გაჩეჩილაძეს და რატო უნდა იყოს დამოკიდებული ეს პროცესი დირექტორზე, ეს ჩემთვის გაუგებარია“, - განაცხადა მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ.  

დღის ამბები