ენერგეტიკის სამინისტრო სვანეთში 4 სოფლის ელექტროფიკაციას მოახდენს. ამ სოფლებში 25 წელია ელექტროენერგია არ ყოფილა.
ამ პროექტზე მინისტრის მოადგილემ მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა.
„ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყო საჭირო სახსრები, იმისათვის, რათა მეტეხის მუნიციპალიტეტში, 4 სოფლის ელექტროფიცირება განხორციელდეს. ეს სოფლები უკვე გახდება საქართველოს ერთიანი ენერგეტიკული ქსელის ნაწილი,“ - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ.