20 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
აქცია ცაგერში - ადგილობირივი მოსახლეობა სასწრაფო დახმარების პუნქტის აღდგენას ითხოვს

ცაგერის რაიონის სოფელ ალპანას მოსახლეობა სასწრაფო დახმარების პუნქტის აღდგენას ითხოვს. მათი განცხადებით, ცაგერის სასწრაფო დახმარების მანქანები გაუმართავია, რის გამოც მათთვის დახმარების დროულად გაწევა ვერ ხერხდება. აქციის მონაწილეების თქმით, სასწრაფო დახმარებისთვის სოფელში ინფრასტრუქტურა არსებობს, თუმცა პუნქტი ორი წლის წინ გაუქმდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სოფლის მოსახლეობის პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიაჩნიათ.

მოსახლეობის აქციას ნაციონალური მოძრაობის წევრებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სასწრაფო დახმარების არაეფექტური მუშაობის ერთ-ერთი მიზეზი ქუთაისი-ცაგერის ცენტრალური გზის მდგომარეობაა.

ავტორი: შოთა დიმიტრიშივლი. 

 

დღის ამბები