ხმაური იყო ციხისძირში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ყოფილ პოლიტპატიმრებთან ერთად ნაციონალურ მოძრაობას დაუპირისპირდა.
კონტრაქციის მონაწილეებმა პარტიის წევრებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რის გამოც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა ციხისძირის ტერიტორია უკვე დატოვეს, ნაციონალური მოძრაობის წევრები კი კარვებში რჩებიან.
აქციების პარალელურად კომპანია ზიმო ხეების გადარგვის სამუშაოებს განაგრძობს.