20 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
კრედიტორთა კრება გადაიდო-"მაესტრო" მაუწყებლობის შეწყვეტის საფრთხის წინაშეა

მოსამართლემ ძმები გაჩეჩილაძეების დავოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კრედიტორთა კრება 15 მარტამდე გადადო. მაესტროს გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ სასამართლო მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

დირექტორმა ბრალდებები ისუტიციის სამინიტროს მისამართითაც გამოთქვა. კრედიტორთა შეხვედრაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომელიც გაჩეჩილაძეების მეურვეა. კრების გადადების შესახებ შუამდგომლობა მანაც დააყენა.

სასამართლო და იუსტიციის სამინიტრო ტენდენციურობაში დაადანაშაულეს მაკა ასათიანის და მამუკა ღლონტის ადვოკატებამაც. ისინი აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული.

კრედიტორთა შეხვედრა მოსამართლემ 15 მარტს დანიშნა. მაესტროს მოქმედი მენეჯმენტი აცხადებს, რომ თუ ეს შეხვედრა დროულად არ შდგა, შესაძლოა კრედიტორებმა ტელევიზიასთან კონტრაქტები გაწყვიტონ და მაესტრომ მაუწყებლობის გაგრძელება ვეღარ შეძლოს.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები