20 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
რეიდები რეგიონებში-ოპოზიცია პოლიციის მხრიდან არსებულ გადაცდომებზე მიუთითებს

საქართველოს რეგიონებში პოლიციის რეიდები მიმდინარეობს. მძღოლებს არა მხოლოდ საბუთებს, არამედ ავტომობილებსაც უმოწმებენ. შსს–ს პრესცენტრში აცხადებენ, რომ რეიდები დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ხორციელდება, თუმცა არასამთავრობო სექტორი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას. ძალოვან უწყებაში არც იმას განმარტავენ, როდემდე მოუწევს მოსახლეობას საპოლიციო კონტროლთან შეგუება.  

საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველბის მხრიდან გადაცდომის ფაქტებზე საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობაში. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ძალოვანებს მოსახლეობის დაშინების მცდელობა აქვთ, თუმცა ძალოვნების მხრიდან რაიმე სახის დარღვევებს გამორიცხავენ მმარველ გუნდში. საპრლამენტო უმრავლსობა ოპოზიციას პოლიციის შესახებ კანონმდებლობის გადახედვას ურჩევს.

პოლიციის შესხებ კანონით პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა.

ავტორი: ნატა მახვილაძე

დღის ამბები