20 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
ბათუმის მერის მიერ თანამშრომლების გათავისუფლების საქმე სასამართლომ უკანონოდ ცნო

სასამართლოს 2 ინსტანციაში საქმის მოგების შემგედ ბათუმის მერიაში თანამდებობაზე აღდგენილი ლაშა ბერძენიშვილი თანადებობიდან ისევ მოხსნეს. ბათუმის სასაფლაოების დირექტორის პოსტზე დაბრუნებიდან სამი დღის შემდეგ ბერძენიშვილი გიორგი ერმაკოვმა ისევ გაათავისუფლა. ბერძენიშვილი იხსენებს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო, ბათუმის მერი სამსახურიდან გაგდებას დანიშვნისთანავე დაჰპირდა.

ლაშა ბერძენიშვილთან ერთად, სასაამრთლომ ბათუმის მერიიდან კიდევ 4 პირის გათავისუფლება ცნო უკანონოდ.

ბათუმის მერს საკუთარი არგუმენტები აქვს. სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად გიორგი ერმაკოვი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლება მისი გადასაწყვეტია. 

მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ ბათუმის საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან.

ავტორი: თეონა ცხომელიძე. 

დღის ამბები