20 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
ბენეტონის ფერების გაერთიანების კოლექციაში საქართველოს რუკაც მოხვდა

ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის დამფუძნებელი ლუჩანო ბენეტონი ფერების გაერთიანებას აგრძელებს, ოღონდ ამჯერად არა ტანსაცმელში, არამედ ვენეციის საგამოფენო დარბაზებში.

ბენეტონის კოლექციაში ამ დროისთვის 9 ათასი ნამუშევარია, ერთ-ერთი ახალგაზრდა ქართველ მხატვარს ეკუთვნის. ტილოზე საქართველოს რუკაა გამოსახული.

საუბარია ზეთით შსრულებულ ფერწერულ ტილოზე, რომელზეც საქართველოს რუკაა გამოსახული. მაია ნანობაშვილი ნამუშევარს სპეციალურად სენიორ ლუჩანო ბენეტნისთვის ასრულებს.

ლუჩანო ბენეტონიმ მოდაში ფერების გაერთიანების პარალელურად რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა მსოფლიო არტისტების ფერებიც ერთ კოლექციაში გაეეერთიანებინა.  ნამუშევრები წელიწადში რამდენჯერმე იფინება სხვადასხვა ქალაქში.

ჩვენი დროის მსოფლიოს მხატვრების ვირტუალური კატალოგის პროექტს იმაჯო მუნდი ეწოდება.

ავტორი: მაია ლომიძე. 

 

დღის ამბები