ასი ათასი თუთის ნერგი უსასყიდლო გადასცეს საქართველოს ქართველმა მეწარმეებმა.
მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის მცენარეები უზბეკეთიდან კომპანია ასკანელი ძმებმა და უზბეკეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ჩამოიტანეს.
ცნობილი პროექტის შესახებ პრემიერ–მინისტრთან შეხვედრაზე გახდა.
გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, ორგანიზებულად დაურიგონ ნერგები მცირე მეწარმეებს და მიაწოდონ მათ ყველა საჭირო ინფორმაცია.
„ორგანიზებულად, მცირე დროში მოხდეს მეთოდოლოგიის მიწოდება და ნერგების დარიგება, იმისთვის რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩვენ შევძლოთ დავიწყოთ მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.