თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე საგზაო მოძრაობა სრულად 15 მარტისთვის აღდგება.
მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოინახულა.
ბარათაშვილის ხიდსა და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დავით ნარმანიასთან ერთად ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემაც, დაათვალიერა.
"ბარათაშვილის ხიდზე მთლიანად მოძრაობა 15 მარტისთვის აღდგება. ეს ჩვენი კატეგორიული და პრინციპული მოთხოვნაა ისევე, როგორც სამუშაოების ხარისხიანად შესრულება ყველა კომპანიასთან უმკაცრესი მოთხოვნაა," - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია ენსისი აწარმოებს.