პუშკინის ქუჩაზე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარებს. სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა.
პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას, რომელიც ქალაქში საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს.
ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ძეგლი შეფუთულია სპეციალური მასალით. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ტერიტორია გაიწმინდება და ძეგლი კვლავ პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია CRP აწარმოებს და ის მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ 950 ათასი ლარია გამოყოფილი.