პრემიერ-მინისტრმა რუხის საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა. სოფლის მოსახლეობა 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობას 22 თებერვლიდან შეძლებს.
დოკუმენტაციის მომზადების გარდა, ადგილობრივებს შეეძლებათ უფასო იურიდიულ დახმარების მიღება, თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკითა და უფასო ინტერნეტით, ასევე საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა.
რუხის საზოგადოებრივი ცენტრი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ააშენა.