ნაფეტვრების მცხოვრებლების თქმით, უკვე რმდენიმე წელია, მანქანებს, რომლებიც სამშენებლო კომპანიებს ეკუთვნის, ყოველდღე დიდი რაოდენობით მიწა და ნაგავი მიაქვთ და თბილისთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზაზე ყრიან.
მთლიანად მიწითაა ამოვსებული წყლის კოლექტორი, რაც სტიქიის შემთხვევაში, დიდ საფრთხეს ქმნის.
თავად სატვირთო მანქანების მძღოლები უარყოფენ, რომ ნაფეტვრების ტერიტორიაზე ნარჩენების დასაყრელად მივიდნენ.
ადგილობრივებმა შემთხვევის გამო პოლიციაც გამოიძახეს. ადგილზე მივიდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებიც. მათი თქმით, ნარჩენების დაყრა ჯარიმას ითვალისწინებს.
სოფელი ნაფეტვრები თბილისდან 4 კილომეტრითაა დაშორებული და მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
ნაფეტვრების ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ათობით ფაქტია გამოვლენილი. ნარჩენების დაყრისგან დაზიანებულია სოფელთან მისასვლელი გზაც. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სამართალდარღვევების აღკვეთას ვერცერთი უწყება ვერ ახერხებს.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი