20 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
პრემიერი სამეგრელოში - გიორგი კვირიკაშვილმა რუხში მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გახსნა

მრავალფუნქციურმა სავაჭრო ცენტრმა სოფელ რუხში ფუნქციონირება ოფიცლაურიად დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოში მისი ვიზიტი სწორედ რუხიმოლის გახსნით დაიწყო.

ახალი სავაჭრო ცენტრი სხვადასხვა მომსახურების ობიექტებსა და ადგილობრივი და უცხოური ბრენდების მაღაზიებსაც მოიცავს.

რუხიმოლის ასაშენებლად მრავლმილიონიანი ინვესტიცია საპარტნიორო ფონდმა გამოყო. შენობა ათასი კვადრატული მეტრია და მისი მშენებლობა იანვრის ბოლოს დასრულდა.

რუხიმოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ცენტრიც გაიხსნა, რომელიც დღეს პრემიერმა დაათვალიერა.

22 თებერვლიდან რუხის მოსახლეობა, სოფლიდან გაუსვლელად, 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებს.

სოფელ რუხის შემდეგ პრემიერი ზუგდიდის კომბინატის დასახლებას ესტუმრა, სადაც UEFA-ს მესამე კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

 

 

ავტორი: თათია ხორბალაძე

 

 

 

დღის ამბები