პანკისელი ბავშვების ფოტოგამოფენა გაიმართა თბილისში, ავლაბრის სასახლეში. ნამუშევრები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის მონაწილე ბავშვებმა წარადგინეს.
ფოტოხელოვნების კურსს ისინი 6 თვის განმავლობაში გადიოდნენ. ექსპოზიციის დასათვალიერებლად კი თბილისისა და რუსთავის სკოლების მოსწავლეები მიიწვიეს.
გამოფენის შემდეგ ბავშვებისთვის პრეზიდენტის სასახლეში ექსკურსია მოეწყო.