20 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
სამშენებლო ბიზნესის კრიზისი - უძრავი ქონების გაყიდვა 20%-ით შემცირებულია

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სამშენებლო სფეროში დაწყებულ კრიზისზე ღიად საუბრობენ.

კვლევის მიხედვით, რომელიც თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზების ცენტრმა მოამზადა, უძრავი ქონების გაყიდვა 20%-ით შემცირებულია.

საცხოვრებელ ბინების გაყიდვების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ლარის გაუფასურებას და მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას ასახელებენ.

კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში სამშენებლო სექტორიდან ბიუჯეტში შესული თანხა 50 მილიონი ლარითაა შემცირებული.

იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ვალუტის დევალვაცია გაგრძელდება, უძრავი ქონების ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი დარგის განვითარება აღარ მოხდება.

ექსპერტები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების და ინვესტიციების მოზიდვისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამშენებლო სფეროში დაწყებული კრიზისის გამძაფრებას პროგნოზირებენ.

 

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები