20 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
უმბერტო ეკო და ნელ ჰარპერ ლი - ლიტერატურული სამყარო ერთდროულად ორი მწერლის გარეშე დარჩა

89 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი მწერალი, ნელ ჰარპერ ლი, გარდაიცვალა. მსოფლიო აღიარება მწერალს რომანმა "ნუ მოკლავ ჯაფარას" მოუტანა, რომელიც 1960 წელს დაიბეჭდა.

წუხელ გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი, უმბერტო ეკოც. ოჯახის წევრების ცნობით, 84 წლის მწერალი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

უმბერტო ეკომ პირველი და ყველაზე პოპულარული რომანი "ვარდის სახელი" 48 წლის ასაკში დაწერა.

ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორმა საერთაშორისო ლიტერატურულ წრეებში აღიარებას წიგნის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში მიაღწია.

წიგნის მიხედვით 1986 წელს ფილმიც გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს შონ კონერი ასრულებს. უმბერტო ეკოს ბოლო რომანი "ნულოვანი ნომერი" 2015 წლის იანვარში გამოქვეყნდა.

 

 

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები