20 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
ავარია უჯარმის ციხესთან - რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი

უჯარმის ციხესთან მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია.

ავარია დღეს საღამოს მოხდა. უჯარმის ციხესთან ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც არიან გარდაცვლილები და დაშავებულები.

როგორც კურიერის ჟურნალისტს საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს მენეჯერმა, ლექსო სართანიამ, განუცხადა, ამ დროისთვის საავადმყოფოში ავარიის შედეგად დაშავებული ორი მოქალაქეა მიყვანილი.

სართანიას თქმით, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ერთ-ერთს კი ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. დაშავებულებს კიდურებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებები აღენიშნებათ.

საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის განცხადებით, ავარიაში მოყოლილი ბავშვი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

თბილისიდან და თელავიდან მომავალი სამარშუტო ტაქსების შეჯახების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

დღის ამბები