20 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ფონიჭალაში ადგილობრივებმა პოლიციაში შეჭრა სცადეს

გუშინ საღამოს ფონიჭალაში ხმაური იყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ფონიჭალაში პოლიციის შენობაში შეიჭრა. ისინი არასრულწლოვანი გოგოს გატაცების გამოძიებას ითხოვენ.

სამირა ბაირანოვას ოჯახის წევრების მტკიცებით, გოგონა ორი დღის წინ ძალის გამოყენებით გაიტაცეს. არასრულწლოვანმა გამტაცებლებს წინააღმდეგობაც გაუწია, თუმცა მისი წაყვანა მაინც მოახერხეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, პოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს თვითმხილველები და გოგონას ძებნის ღონისძიებაც არ მიმდინარეობს.

„ჩემ შვილს შეყვარებული არ ჰყავდა. გაიტაცა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია. თუმცა, მას თან ახლავს რამდენიმე მამაკაცი, რომელიც 30 წელს გადაცილებულები არიან. პოლიციასთან ვასახელებთ რამდენიმე სახელსა და გვარს, თუმცა სამართალდამცველები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ,“ - აცხადებს გატაცებულის დედა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარზე მიმდინარეობს "სისხლის სამართლის კოდექსის" 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

დღის ამბები