სართიჭალის მოსახლეობა გაზმომარაგების შეწყვეტას აპროტესტებს. ისინი უკვე მეექვსე დღეა, ბუნებრივი აირის გარეშე არიან დარჩენილი.
როგორც თავად მოსახლეობა აცხადებს, კომპანია სართიჭალის გაზს სოკართან დავალიანება აქვს და ამის გამო, სოკარმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა.
მათი თქმით, სართიჭალის გაზმა მოსახლეობისგან აკრიფა გადასახადები, თუმცა სოკართან ანგარიშსწორება არ მოუხდენია.
მეექვსე დღეა, მოსახლეობა კომპანიისგან პასუხს ელის, თუ როდის აღუდგებათ გაზის მიწოდება. თუმცა, ამ დრომდე სართიჭალის გაზს განმარტება არ გაუკეთებია.