20 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზიკას ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზიკას ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ BBC სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომლის თანახმად, დაავადებული კოლუმბიის მოქალაქეა, რომელიც ამჟამად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფება.

ზიკას ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა ევროპაში, აშშ-სა და რუსეთში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვირუსთან ბრძოლისთვის 56 მილიონი აშშ დოლარია საჭირო.

ამავე თემაზე
დღის ამბები