იუნკერთა მემორიალთან თბილისის დამცველის დღე აღინიშნა. 1918-1921 წლების ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა აღდგენილი ქართული საბრძოლო დროშების პრეზენტაციაც გამართა.
ახალგზარდები კოჯორი-ტაბახმელას გზაზე შეკრიბნენ და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული თანატოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.
დროშების პრეზენტაციის შემდეგ, რუსული ოკუპაციის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა. მოგვიანებით კი, ახალაგზრდები იმ პოზიციებზე განლაგდნენ, სადაც 95 წლის წინ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.
“პრეზიდენტის ფონდის დაფინანსება და დახმარება მაქსიმალურად გვეხმარება, რომ რეალიზაცია მოვახდინოთ იმ გეგმების, რაც ჩვენ გვაქვს. დამზადებულია დროშები და შეძენილი გვაქვს ეკიპირება,“ - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ვეტერანთა საკითხებში, ალექსანდრე ბარბაქაძემ.