20 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
სამილა ბაირამოვას ახლობლები პოლიციას უმოქმედებაში ადანაშაულებენ

17 წლის სამირა ბაირამოვას მოსაძებნად პოლიციისგან შესაბამისი ქმედებების გატარებას გატაცებულის ოჯახი უკვე მესამე დღეა, ითხოვს. ამ მიზნით ფონიჭალაში, პოლიციის შენობასთან დღეს მათ გზაც გადაკეტეს და კიდევ ერთხელ სცადეს განყოფილებაში შეჭრაც, რასაც სამართალდამცვლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

თბილისი-რუსთავის მთავარ ავტომაგისტრალზე მოძრაობა ერთი საათის მანძილზე შეჩერებული იყო. გზა სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრებმა გადაკეტეს.

ბაირამოვები ამტკიცებენ, რომ მათი არასრულწოვანი შვილი რამდენმე დღის წინ ქვემო ფონიჭალიდან მათთვის უცნობმა პირმა გაიტაცა.

ბაირამოვას ოჯახის მტკიცებით, სამართალდამცელებს ინფორმაცია სავარაუდო გამტაცებლების შესახებ თავად მიაწოდეს. თუმცა, მათი თქმით, პოლციას ამ დრომდე არც ოჯახის წევრები და არც მომხდარის თვითმხილველები არ დაუკითხავს.

ჯერჯერობით უცნობია სამირა ბაირამოვას ადგილსამყოფელი. გოგონას ბიძის განცხადებით, ძმისშვილი დღეს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ თბილისში იმყოფება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინიტრო ამ დროისთვის არ ადასტურებს.

ბაირამოვას საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

დღის ამბები