კვლავ კრიტიკულია უჯარმასთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 36 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც გვიან ღამით თბილისში გადმოიყვანეს. ის ამ დრომდე ამტელ-ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილაბაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
დაზარალებულს სასაწრაფო ოპერაცია საგარეჯოს საავადმყოფოში გაუკეთდა. მას მრავლობითი ტრამვები აქვს მიღებული. ექიმებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ.
“ამ ეტაპზე მდგომარეობა მძიმეა. არის მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა არასტაბილურია, პოლიტრამვაა, ქალა-ტვინის დახურული ტრამვაა, მუცლის ღრუს დახურული ტრამვაა და გულ-მკერდის ტრამვაა დახურული. ჯერჯერობით მკურნალობა გრძელდება, პროგნოზულად რამის თქმა მიჭირს,“ - განაცხადა ამტელ ჰოსპიტალის რეანიმაციული განყოფილების გამგემ, გიორგი დუნდუამ.