20 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვინილი ღონისძიება პრეზიდენტმა გახსნა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. ცერემონია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და საქართველოს პრეზიდენტმა გახსნეს.

“დღეს ჩვენ აქ ვზეიმობთ ჩვენ წარსულს და მარტო ჩვენ წარსულს არ ვზეიმობთ, ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს მომავალს, რომლის იოტითაც შეცვლა შეუძლებელია და არის ძალიან ნათლად ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე, უმცირესობის უფლებებზე, ხელისუფლების დაყოფაზე. მოვუწოდებ ყველას, ძალიან ფართოდ გააღონ თვალები და გაუსწორონ ამ წარსულს. გაუსწორონ მზერა ამ წარსულს, რომელიც არის ნათლად ორიენტირებული ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებზე და თუ ლაპარაკია ქართული ტრადიციების დაცვაზე,  სწორედ იქ დაიცვან საქართველო. დაიცვან ქართული ტრადიცია, როგორც 21 წლის კონსტიტუცია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი.

“ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და ცერემონიაში მონაწილეობა. საქართველოს სახელმწიფოებრივი ფესვები ძალიან ღრმაა. საქართველოს  სახელმწიფო იყო სრულიად სუვერენული, დამოუკიდებელი და ჰქონდა დემოკრატიული კონსტიტუცია ჯერ კიდევ 95 წლის წინ,“ - აღნიშნა იან კელიმ.   

 

 

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი 

დღის ამბები