20 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
მოსახლეობის უმეტესობას საკვებზე ფული არ ჰყოფნის

ბრიტანული ორგანიზაცია ოქსფამის გამოკვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არასათანადოდ იკვებება. მაგალითისთვის, მოსახლეობის ნაწილი ხორცს თვეში ერთხელ თუ ჭამს.

მოსახლეობის უმეტესობას საკვებზე ფული არ ჰყოფნის და მათი ყიდვა ვალით უწევთ. შესაბამისად, როცა საკვებს ვალით ყიდულობ, ცდილობა, ცოტა და იაფი იყიდო, რის შედეგადაც კვებაც უხარისხო და არასაკმარისი გამოდის.  

გასულ სამ წელიწადში 300 მილიონი დახარჯა მთავრობამ უფასო ხვნაზე და ამის მიუხედავად, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნათესი ფართობები არათუ გაიზარდა, შემცირდა კიდეც - 2014-ში 317 ათას ჰექტარს შეადგენდა, 2015-ში კი 290 ათას ჰექტარზე ჩამოვიდა.

მკვეთრად დაეცა რაციონის უმთავრესი პროდუქტების, ხორბლისა და კარტოფილის, წარმოებაც - 2 წელიწადში კარტოფილის მოსავალი 81-დან 50 ათას ტონამდე, ანუ 40%-ით დაეცა, ხორბლის მოსავალი კი 296 ათასიდან 216 ათას ტონამდე, ანუ 30%-ით შემცირდა.

დაახლოებით მილიარდი ლარის აგრო-კრედიტი გაიცა გასულ 3 წელიწადში. თუმცა, ევროკავშირის აგრო-კონტრაქტორ ოქსფამში მიიჩნევენ, რომ დაბალი შედეგი თავად პროგრამის არსში დევს და არასწორ სტრატეგიაში.

ეს ყველაფერი ქმნის ვითარებას, რომლის მიხედვითაცმ ხალხის უმეტესობა საკვებისთვის მუშაობს, მაგრამ ფული საკვებზეც არ ჰყოფნის.

 

 

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი

დღის ამბები