20 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
ისტორია სახელმწიფოსი, რომელმაც ორი მოწყვლადი ჯგუფი ერთმანეთს დააპირისპირა

ისტორია სახელმწიფოსი, რომელმაც ორი მოწყვლადი ჯგუფი ერთმანეთს დააპირისპირა. საუბარია დევნილებსა და შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანების ინტერესებზე, რომელიც გადაიკვეთა.

საქმე ეხება ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დღის ცენტრის ბენეფიციართათვის 10 წლის ვადით გადაცემული 1012 მეტრ-კვადრატის ფართის უძრავ ქონებას, სადაც ცენტრის ბენეფიციარებს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, აკადემიურ ცოდნასთან ერთად, უნარ-ჩვევები უნდა შეეძინათ.

სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა ასოციაციის პროექტის განსახორციელებლად არასამთავრობო ორგანიზაციას შენობა 2014 წლის 17 ივნისის 1089 -ე დადგენილებით 10 წლის ვადით გადაეცა.

სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება არასამთავრობო ორგანიზაციამ ვერ შეძლო, რადგან შენობა რამდენიმე წლით ადრე უკვე დაკავებული ჰქონდათ დევნილებს. უკანონოდ დაკავებული ფართის გათავისუფლებაზე ლტოლვილთა სამინისტროს არ უზრუნია.

დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა როგორც შინაგან საქმეთა, ასევე ლტოლვილთა სამინისტროებს მიმართა. საქმე სასამართლოშია, თუმცა  პროცესი უკვე რამდენიმე თვეა, არ ჩანიშნულა.

პროცესი იწელება, სახელმწიფო ორგანიზაციას ვალდებულებების შესრულებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმებით ემუქრება. 

 

 

ავტორები: გიორგი გვიშიანი, იოსებ წიკლაური.

დღის ამბები