ნაციონალურმა მოძრაობამ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რის მიხედვითაც, მერიის სარეზერვო ფონდიდან ისანი-სამგორის რაიონის პროკურორის, ლეონიდ გერგედავას, ქალიშვილის, თამარ გერგედავას, პარიზში საცხოვრებელი ხარჯები გამოიყო.
2015 წლის 8 სექტემბრით დათარიღებულ ბრძანებაში წერია, რომ სწავლის მიზნით პარიზში წასული თამარ გერგედავას დაფინანსება მისი ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა. 5400 ლარი გაიცა სარეზერვო ფონდის პირველი პუნქტის ”სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების” ქვეპროგრამიდან.
დოკუმენტზე ხელს ქალაქის მერი, დავით ნარმანია, აწერს.
რატომ განიხილება სოციალურად შეჭირვებულად პროკურორის ქალიშვილი და არის თუ არა ეს დანაშაული და კორუფცია, ამას პროკურატურა გამოიძიებს.
P.S-მა გაარკვია, თუ რამდენმა ადამიანმა მიმართა მერიას და გამგეობას ამა თუ იმ პრობლემის გამო დამხარებისთვის, რომლებმაც პასუხად უარი მიიღეს. მოგვარდებოდა თუ არა 5400 ლარად რიგითი მოქალაქეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები, ამაზე უფრო ვრცლად გვანცა სუთიძის სიუჯეტში.
ავტორი: გვანცა სუთიძე