მოკლა თუ არა მაგდა პაპიძემ ქმარ-შვილი, ამ საქმეზე საზოგადოება თავიდანვე მაღალი ინტერესის ქვეშ მოექცა. გასულ კვირას პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულმა მტკიცებულებებმა ბევრი დააფიქრა, თუმცა მოწოდების ფორმამ კვლავ გამოიწვია დავა იმის შესახებ, ხომ არ ხდება საზოგადოებრივი აზრით მანიპულაცია.
პაპიძის ოჯახის წევრები ვერაფრით ხსნიან, თუ რატომ უნდა მოეკლა მას ქმარი და შვილი. თუმცა, გარდაცვლილი ბავშვის და მამის ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მკვლელი 26 წლის მაგდა პაპიძეა.
სპეციალურად P.S-ისთვის თეა ადეიშვილი შეეცადა, არსებული ფაქტებიდან და ჩვენებებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღედგინა ამ დანაშაულის საზარელი სურათი.
ავტორი: თეა ადეიშვილი