დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის შესახებ კანონპროექტს სამოქალაქო საზოგადოება დღეს მთავრობას და საერთაშორისო ექსპერტებს გააცნობს. პროექტზე ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, სამართალდამცველთა კონტროლის საშუალება იქნება და გაზრდის მათ ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების მიმართ.
კანონპრეოქტის მიხედვით, ახალი საგამოძიებო ორგანო განახორციელებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამოძიებას.
შეხვედრას დაესწრებიან იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრები, წარმომადგენლები მთავარი პროკურატურიდან და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
სამოქალაქო სექტორის ინიციატივა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის შესახებ, მიუღებლად მიაჩნიათ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მსგავსი უწყების არსებობა საჭირო არ არის. განსხვავებულად თვლიან ოპოზიციაში.
საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა აუცილებელია.