ინციდენტი თბილისში - მსუბუქ ავტომობილს ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა, რომელსაც 17 წლის ბიჭი მართავდა. ახალგაზრდას შემთხვევის შედეგად დაზიანებები არ მიუღია.
შემთხვევის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში ხოშარაულის ქუჩაზე მცხოვრებლებს ელექტროენრგია არ მიეწოდებოდათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ელექტროგადამცემი ბოძი ამორტიზირებული იყო და ამის შესახებ დედაქალაქის მერიას მათ რამდენჯერმე შეატყობინეს, თუმცა უშედეგოდ.
მიმართვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ მერიაში. სინათლის ქალაქის განმარტებით, ელექტროგადამცემი ბოძი მათ ბალანსზე არ იყო და შესაბამისად, მის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა მათ არ ეკისრებოდათ - ამავეს ამტკიცებს კომპანია თელასიც.