20 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ე.წ. ღორის გრიპით 18 ადამიანია გარდაცვლილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების ახალ სტატისტიკას ავრცელებენ. მასში აღნიშნულია, რომ H1N1-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 18 შეადგინა.

მიუხედავად ამისა, სპეციალისტები გრიპის გავრცელების ინტენსივობის კლებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა შემთხვევა, რომელიც ლეტალურად დასრულდა, დაგვიანებულმა მკურნალობამ გამოიწვია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები