გატაცებული სამირა ბაირამოვას ახლობლები ავტომაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან. 17 წლის გოგოს უკვე მეოთხე დღეა პოლიცია ეძებს და ვერ პოულობს. მისი ადგილსამყოფელი ჯერ ისევ გაურკვეველია ოჯახის წევრებისთვისაც.
ისინი გოგონას დაბრუნების მოლოდინში ამ დრომდე ქვემო-ფონიჭალის პოლიციის განყოფილებასთან არიან შეკრებილი. სამირას ნათესავები სამართალდამცველებისგან აქტიურ მოქმედებებს მოითხოვენ და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
პოლიციაში წუხელ დაკითხვაზე იმყოფებოდა, იმ არასრულწლოვანი ბიჭის დედა, რომელსაც ბაირამოვები 17 წლის გოგოს გატაცებაში ადანაშაულებენ. მას ჟუნრალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.