20 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
გატაცებული 17 წლის სამირა ალიევა, სავარაუდოდ, ნაპოვნია

ოთხი დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ალიევა სავარაუდოდ ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას გოგონას მშობლები ავრცელებენ.

მათი თქმით, ცოტა ხნის წინ მათ დაურეკეს პოლიციიდან და სთხოვეს შესულიყვნენ ქვემო ფონიჭალის განყოფილებაში დეტალების გასაცნობად.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ ეკიპაჟთან ერთად იმყოფება, თუმცა უცნობია დაკავებულები არიან თუ არა მისი გამტაცებლები.

დღის ამბები