საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს თბილისში. ვარკეთილის ბაზრობაზე მოვაჭრეები, გარემოვაჭრეებს დაუპირისპირდნენ.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც საპატრულო პოლიციასთან მცირე დაპირისპირება მოყვა.
ბაზრობის მოვაჭრეები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციების გაგრძელებას აპირებენ.